ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდაალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, დაშავებულია 600-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც სახლები დაენგრათ, ღამე სპორტულ მოედნებსა და სტადიონებზე გაშლილ 300-მდე კარავში გაათენეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მთელი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის 2.000 ჯარისკაცი და 1.900 პოლიციელი.

სამინისტროს ინფორმაციით, ალბანეთს დახმარებას უწევენ საგანგებო სიტუაციის სპეციალისტები იტალიიდან, საბერძნეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ხორვატიიდან, კოსოვოდან, მონტენეგროსა და რუმინეთიდან. შეერთებული შტატები კი ქვეყანას რეგიონალური ოფისის საშუალებით ეხმარება.

შეგახსენებთ, გუშინ ალბანეთში 6,4-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

იპნ