ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა, დაშავებულია 790 ადამიანი. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტელეკომპანია „სიენენის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორისაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ოჯახის წევრიც.

ალბანეთში დამანგრეველი, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

პირველი არხი

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი