ბექა კვიციანი – “რაზე მიჭერთ, ისიც არ იცით, თქვენი დედები…” – ვიდეო

ბექა კვიციანი - "რაზე მიჭერთ, ისიც არ იცით, თქვენი დედები..." - ვიდეოთბილისის საქალაქო სასამართლომ ნოდარ ცეცხლაძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ბექა კვიციანს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური და შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა, ბექა კვიციანი მოსამართლეს და საკუთარ ადვოკატსაც კი აგინებდა, რის შემდეგაც ბრალდებული დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.

კვიციანი სამართალდამცავებმა ორი დღის წინ დააკავეს. მისი მეგობარი კი მანქანაში 14 ტყვიით ჩაცხრილული იპოვეს.

შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიუპოსტი