გურამ ჩალაგაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს მწვავედ აკრიტიკებს – ”როცა ოქრუაშვილი ციხეშია, მასთან შეუთანხმებლად მოქმედება მინიმუმ უხერხულია”

გურამ ჩალაგაშვილი გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს მწვავედ აკრიტიკებს - ”როცა ოქრუაშვილი ციხეშია, მასთან შეუთანხმებლად მოქმედება მინიმუმ უხერხულია”მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანთან გურამ ჩალაგაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:

”ვიცი ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ამ ორი ადამიანის კიევში ვოიაჟთან დაკავშირებით.
მაქვს სურვილი დავაფიქსირო პოზიცია, რომელიც ჩემია.
მედიის საშუალებით გავიგე პირადად მე, რომ დღეს მოხდა ეს შეხვედრა.
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ იმ დროს, როცა შენი პარტიის თავმჯდომარე არის პატიმრობაში და მასთან შეუთანხმებლად, პოლიტსაბჭოს გარეშე (რომლის წევრიც არ ხარ), პარტიის სახელით მოქმედებ, სულ მინიმუმ უხერხულია. ასეა ეს და დავსვი წერტილი.
P.S. არ მგონია ჩემზე, ან ირაკლიზე ახლოს იცნობდეს ვინმე მესამე პრეზიდენტს.”