”ლევან აბაშიძე ინგლისელ ცოლს გაშორდა და ლონდონიდან აქ დროებით ჩამოვიდა” – რას ყვება ოჯახის ახლობელი

”ლევან აბაშიძე ინგლისელ ცოლს გაშორდა და ლონდონიდან აქ დროებით ჩამოვიდა” - რას ყვება ოჯახის ახლობელიახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელმაც ატენის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ჯერ დედა და და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ინგლისში ცხოვრობდა და საქართველოში დროებით იყო ჩამოსული.

„ამბობენ განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდა საქართველოში დროებით. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო ,- აცხადებს ერთ-ერთი ახლობელი.

მისივე თქმით, სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, მხოლოდ სამი ადამიანი ცხოვრობდა.

“ვიცნობდი მთელ ოჯახს. იყვნენ ჩვენი ახლობლები, არაჩვეულებრივი, წესიერი და პატიოსანი ოჯახი იყო – ნამდვილი ინტელიგენტები. ბიჭი დროებით უმუშევარი იყო, ინგლისში ცხოვრობდა. ინგლისელი ჰყავდა ცოლი. როგორც ამბობენ, განქორწინდა და ამიტომ ჩამოვიდ დროებით. ძალიან მოსიყვარულე და თბილი ადამიანი იყო. გარდაცვლილები იპოვა პოლიციამ. მათ მეზობლებმა შეატყობინეს. იქ ცხოვრობდა მხოლოდ ეს სამი ადამიანი”, – განაცხადა ოჯახის ახლობელმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ ჰქონდა სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები, ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, რომ “არ ეტყობოდა”.

იპნ

ატენის ქუჩაზე მოკლულები არიან და-ძმა თაკო და ლევან აბაშიძეები და მათი დედა ირინა გედევანიშვილი