ცაგერში მომხდარი მკვლელობა – სოფელ ლაჯანში ორმხრივი სროლისას გარდაცვლილი პოლიციელების შესახებ ერთ-ერთი სამართალდამცველის ნათესავი, “ქართული ოცნების” დეპუტატი, კარლო კოპალიანი “კურიერთან” პირველ კომენტარს აკეთებს.
კარლო კოპალიანი ამბობს, რომ გარდაცვლილებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ და მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს.
“ერთი ჩემი ოჯახის ახლობელია, მეორე მისი თანამშრომელი, მეგობარი. რამდენიმე წელი მუშაობდნენ ერთად პოლიციაში, იყვნენ ძალიან კარგი მუშაკები პოლიციის, სამწუხაროდ, რა მოხდა არავინ არ იცის, იმედია რომ დადგინდება. ვფიქრობ, რომ ეს იყო კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, რომელიც დამთავრდა გასროლით, რომელიც დამთავრდა სამწუხაროდ ტრაგედიით,”- განაცხადა “კურიერთან” ინტერვიუში კარლო კოპალიანმა.
რუსთავი 2

