თბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი იპოვესთბილისის ზღვაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი ცეცხლნასროლი ჭრილობით არის მოკლული.

ფაქტზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. ამ დროისთვის,  შს სამინისტროს ნოდარ ცხადაძის მკვლელობისთვის დაკავებული არავინ ჰყავს.

რუსთავი 2