კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   

 კურორტ „ბახმაროს“ არსებობას საფრთხე დაემუქრა   როგორც „გურიის მოამბეს“ მიაწოდეს ინფორმაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩოხატაურის მერიის თანხმობით, მიმდინარე წლის 19 ნოემბრის დადგენილებით, კომპანია „ორბს“ ნება დართო, მის მიერ დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად, კურორტის ცენტრში, იქ სადაც რამდენიმე ათეული წლებია კურორტზე ტრადიციული დოღი ტარდება, იქვე ჩამომავალ მდინარე ბახვისწყალზე გახსნას ორი კარიერი, ამავე სამინისტრომ კომპანია „ორბის“ მისცა უფლება აღნიშნული კარიერებიდან ამოიღოს 36 ათასი კუბური მეტრი ინერტული მასალა.

ამ ინფორმაციის ოფიციალურად გადამოწმება „გურიის მოამბემ“ ვერ შეძლო, რადგან რედაქციას არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და არც კომპანია „ორბში“ უპასუხეს.

სპეციალ;ისტები აცხადებენ, რომ კურორტზე კარიერების გახსნამ შესაძლოა მის არსებობასაც კი შეუქმნას საფრთხე, რადგან პირველ რიგში მდინარის სათავიდან სულ რაღაც 2 კილომეტრში ამდენი ინერტული მასალის ამოღება მიზანშეწონილი არ არის, ხოლო მეორე და მთავარი, დღეს არცერთ მოქმედ კარიერზე არ ხდება მონიტორინგი და კომპანიებს, რომლებიც გურიის მდინარეებში ინერტულ მასალებს იპოვებენ, ლიცენზიით განსაზღვრული დაახლოებით 30 ატასი ტონისა, მილიონზე მეტი ტონა გააქვთ, რაც გამოუსწორებელ ზიანს აენებს როგორც ხეობას, ასევე გარემოს.

ცნობისათვის: კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი და მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობები საქართველოსმთავრობამ „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ 1 ლარად მიჰყიდა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. კომპანიამსიმბოლურ ფასად გადაცემულ ქონებაზე 5 წლის ვადაში უნდა აამოქმედოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო/სასტუმროები, კომერციული ფართობ(ებ)ი, კვების ობიექტ(ებ)ი, სპორტული მოედნები და სხვ.

განკარგულების მიხედვით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ხელი 2019 წლის 15 მაისს მოაწერა, „ორბიჯგუფი ბახმაროს“ აღნიშნული ქონების გადაცემიდან (ხელშეკრულების გაფორმებიდან) 10 წლის ვადაში ეკრძალება აქმრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა.

მთლიანობაში კი კომპანიამ პირადად, ან მესამე პირის მეშვეობით, ჯამში 50 მილიონი ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიციაუნდა განახორციელოს.

28 მაისის მდგომარეობით, აღნიშნული ნაკვეთები, რომლებიც ბახმაროში, ძირითადად, გურიის ქუჩაზე მდებარეობს, ჯერისევ სახელმწიფოს საკუთრებაშია.

„ორბი ჯგუფი ბახმარო“ დაახლოებით 2018 წლის 27 დეკემბერსაა რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლიკვერღელიძეა, ხოლო 100% წილის მფლობელი – ზვიად ზოიძე.

ორაკლი კვერღელიძის განცხადებით, საინვესტიციო პროექტის მიხედვით აშენდება სასტუმრო კომპლექსი,საკონფერენციო დარბაზი, სპორტული მოედნები, რესტორნები, კაფეები; სპა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრები,მოეწყობა ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი, დასასვენებელი პარკი, ატრაქციონები, რეკრეაციული ზონები, ბავშვთაგასართობი ცენტრი, ღია და დახურული აუზები, პარკინგი, და ა.შ. კომპანია კი აღნიშნულ პროექტში 100 მილიონ ლარზემეტი ინვესტიციის დაბანდებას გეგმავს, სასტუმრო ნომრების ფონდი კი 120-დან 800 ნომრამდე გაიზრდება. ვიტატის დასასრული.

მიმდინარე წელს კომპანიამ ჩაატარა გეოლოგიური კვლევები, მოხდა პროექტირება და განხორციელდა სხვამოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო მომავალი წლიდან აქტიურად დაიწყება მშენებლობის პროცესი, რომელიც 2021წლისთვის დასრულდება.

გურიის მოამბე