“ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს” – ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვა

"ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს" - ლევან სურგულაძემ თანამდებობა დატოვასაპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. მან გადადგომის მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა.

„სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაცა პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამას მე დავეთანხმები”, – უთხრა სურგულაძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “ილოცებს, რომ რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს”.

“რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- თქვა სურგულაძემ, რომლის ხელფასი თვეში დაახლოებით 15.000 ლარი იყო.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს