ასლან ბჟანია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.

ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს.

ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია მონაწილეობდა. მაშინ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა ასლან ბჟანიას უნდა მიეღო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების გამო, რასაც მისი მომხრეები მოწამვლას უკავშირებენ, ბჟანია რუსეთში ხანგრძლივ მკურნალობას გადიოდა. ოპოზიციის ლიდერი სოხუმში რამდენიმე დღის წინ, 9 იანვარს დაბრუნდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

იპნ

  •  

დატოვეთ თქვენი კომენტარი