ბაზარი, რომლის შუაგულში მატარებელი დადის – ვიდეო

ბაზარი, რომლის შუაგულში მატარებელი დადის - ვიდეოტაილანდში არის ბაზარი მეკლონგი, რომელიც მატარებლის რელსებზე მდებარეობს.

დღეში რვაჯერ გამყიდველებს უწევთ საქონლის ალაგება, რადგან ამ დროს მატარებელი ჩამოივლის ხოლმე. როგორც კი მატარებელი გაივლის, მოვაჭრეები ისევ ალაგებენ საქონელს რელსებზე.

მეკლონგის ბაზარს წელიწადში 2 მილიონი ტურისტი სტუმრობს.

რამდენიმე დღის წინ სოცმედიაში გამოჩნდა დრონიდან გადაღებული ვიდეორგოლი, რომელზედაც ასახულია მატარებლის მოძრაობა ბაზრის შუაგულში,

ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს.