ბიძინა ივანიშვილს მგელმა ირემი და შველი შეუჭამა

 ბიძინა ივანიშვილს მგელმა ირემი და შველი შეუჭამამტაცებლებმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ერთი ირემი და ერთი შველი შეუჭამეს

როგორც “გურიის მოამბეს” შეკვეთილიდან ატყობინებენ მგლებმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ერთი ირემი და ერთი შველი შეუჭამეს.

ინფორმაციის მომწოდებლის თქმით, შემთხვევა ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ შეკვეთილის რეზიდენციაში ამ დღეეში მოხდა.

ოფიციალურად აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა მგლების შემოსევები რომ ნატანების თემში (სადაც კურორტი შეკვეთილი მდებარეობს) ხშირი შემთხვევაა, ამაზე არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციები მეტყველებენ.

 გურიის მოამბე