ირანის ელჩი – “ქასემ სოლეიმანის მოკვლა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს”

ირანის ელჩი - "ქასემ სოლეიმანის მოკვლა ირანისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს"გენერალ ქასემ სოლეიმანის მოკვლა იგივეა რაც ირანისთვის ომის გამოცხადება, – ამის შესახებ გაერო-ში ირანის ელჩმა მაჯიდ თახთ რავანჩიმ CNN-ს განუცხადა.

მისივე თქმით, პასუხი სამხედრო ქმედებაზე -სამხედრო ქმედებაა.

„სოლეიმანის მკვლელობა ნებისმიერი თვალსაზრისით არის სახელმწიფო ტერორიზმის გამოხატულება და როგორც კრიმინალური აქტი წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საერთაშორისო კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპებისადმი“, – განაცხადა რავანჩიმ.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ქასემ სოლეიმანი დაიღუპა.