ირანის პარლამენტი – “სიკვდილი ამერიკას!”

ირანის პარლამენტი - "სიკვდილი ამერიკას!"ირანელი გენერლის, ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ირანის პარლამენტმა პირველი სესია გამართა. „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ ირანის პარლამენტის წევრები.

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ ქასემ სოლეიმანის მკვლელობას აშშ-ის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტი უწოდა და აშშ-ს ურჩია, იქამდე დატოვოს რეგიონი, სანამ რაიმე სერიოზული მოხდება.

„დონალდ ტრამპ, თქვენ სერიოზული დანაშაული ჩაიდინეთ. ეს თქვენთვის ძალიან მძიმე შედეგებს მოიტანს“-განაცხადა მან.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ სოლეიმანის ცხედარი ერაყიდან ირანის ქალაქ აჰვაზში გადაასვენეს.

იპნ