“მხოლოდ ქართულის” დღევანდელ ტურში ბოლო ადგილი ლუკა ჭოხონელიძემ დაიკავა. ნიკა გვარამიამ ჟიურის სთხოვა ლუკას დატოვება და ფინალში 5 კონკურსანტის დაშვება, მაგრამ ჟიურიმ უარი უთხრა.
ლუკას დედა ნატო გელაშვილი ამ ამბავს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა:
“სანერვიულო არაფერია😌მე ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ ჩემმა შვილმა ღირსეულად წარმოაჩინა ის რაც ჩვენი ოჯახისთვის არის პრიორიტეტული👌 და ეს არის ნაღდი ქართული სულით გაჟღენთილი სიმღერა🙌 მივესალმები ლუკას სახლში ღირსეულ დაბრუნებას მის ღირსეულად ნამღერ ქართულ ტრადიციულ სიმღერებს❤️მადლობა ყველას ვინც გულითადათ გულშიმატკივრობდით ლუკას და ქართულ სიმღერას…🙌❤️❤️”