ქვიშხეთთან დაღუპულები მამა და 3 შვილი არიან

ქვიშხეთთან დაღუპულები მამა და 3 შვილი არიანქვიშხეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 4 მგზავრი გარდაიცვალა. დაღუპულთა შორის 1 მამაკაცი და 3 მცირეწლოვანია, გარდაცვლილები მამა და შვილები იყვნენ. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ქვიშხეთის გზაზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალ ნაწილზე მოცურდა და მდინარეში გადავარდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან.

მდინარეში გადავარდნილ მგზავრებს პირველადი დახმარება ადგილობრივებმა აღმოუჩინეს. გარდაცვლილებს შორის მცირეწლოვნებიც არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი 2