რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.
მეზობლები “ინფო რუსთავთან” საუბარში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა სავარაუდოდ სიმაღლიდან გადმოხტა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გარდაცვლილი გოგონა 17 წლის ნინი წიკლაურია.
გოგონა მე-12 კლასელი იყო და მე-7 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ნინის ოჯახი თბილისის ქუჩაზე ცხოვრობს, როგორ მოხვდა ის მესხიშვილის ქუჩაზე, უცნობია.
გოგონა ცხრასართულიანი შენობის სახურავზე ავიდა და სუიციდამდე წერილი დაწერა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით წერილში მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეწერა, ის ოჯახის წევრებს დაემშვიდობა და საკუთარი პირადი ნივთები სახურავზე დატოვა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.