სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და პრასით დახვდნენ

სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და პრასით დახვდნენგურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

საკრებულოს წევრების თქმით, ისინი არ სეუშვეს კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.

„ვინ მისცა სალომე ზურაბიშვილს უფლება განმისაზღვროს, საკრებულოს წევრების ადგილი საკრებულოშია, თუ სხვაგან?! როგორი სამარცხვინო პრეზიდენტიც არის, ისეთი ფარჩაკი განცხადება გააკეთა მან. სალომე, პირადად ვეტყვი ამ მოღალატე ქალს, ჩემი ადგილი საკრებულოშია თუ სხვაგან“, – განმარტა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

მათ ისიც გააპროტესტეს, რომ კალანდის აღნიშვნა 18:00 საათზე დაიწყო.

“ეს არის ჩვენი აგდება. სალომეს ახირების გამო 6 საათზე გადმოიტანეს კალანდის აღნიშვნა, რაც ამ დრომდე არასდროს მომხდარა”, – აღნიშნა ნაციონალმა ბესო ქათამაძემ.

ასეთ დახვედრაზე პრეზიდენტმა მოგვიანებით კომენტარი გააკეთა.

”თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება”, – განაცხადა მან.

მან თქვა, რომ არ იცის, ვინ შემოუშვეს და ვინ არ შემოუშვეს.

”როგორც ხედავთ, მთელი მოსახლეობა არ არის მოსული, აქ ელჩებიც არიან და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაული არის და ამიტომ ვულოცავ ყველას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისი უფლება. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამისი პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი გურიას დღეს 3-დღიანი ვიზიტით ეწვია.

იპნ