საქართველოში ირანის საელჩოსთან გენერალ ქასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება

საქართველოში ირანის საელჩოსთან გენერალ ქასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართებასაქართველოში ირანის საელჩოსთან ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამგლოვიარო აქცია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, სამგლოვიარო-სოლიდარობის აქცია 16:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა, რასაც აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გამწვავება მოჰყვა.