საშინელი ავარია მოხდა რუსთავში, იაღლუჯის ფერდობთან.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე 2 მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით “მერსედესი”-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე მოძრაობისას საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენჯერმე ამოტრიალდა და ბეტონის ძელთან გაჩერდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.