სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს – ”24-ში დაეწყო ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ არა – ცხელება” – ვიდეო

სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს - ”24-ში დაეწყო ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ არა - ცხელება” - ვიდეოგურჯაანის ტელევიზიამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს და ტემპერატურა აღენიშნება.

გოგონას მკურნალობა ოჯახის ექიმმა დაუნიშნა და პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს.

”24-ში დაეწყო მას ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ არა – ცხელება, 37,5 მხოლოდ და არა – მეტი, აქვს ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, აქვს დანიშნულება, დაიწყო გუშინ მკურნალობა. დღეს კიდევ ვნახავთ, შემდეგ კი გვეცოდინება”, – უთხრა გურჯაანის ტელევიზიას ოჯახის ექიმმა ლელა ბერიძიშვილმა.

მისივე თქმით, გოგონა ჩინეთიდან 15 იანვარს გამოფრინდა, საქართველოში კი 16 იანვარს ჩამოვიდა.