თეირანთან ჩამოვარდნილი ბორტის შავ ყუთს ირანი ბოინგს არ აძლევს

თეირანთან ჩამოვარდნილი ბორტის შავ ყუთს ირანი ბოინგს არ აძლევსირანი უარს აცხადებს „უკრაინის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ნაპოვნი „შავი ყუთი“ ხომალდის მწარმოებელ „ბოინგს“ გადასცეს. ამის შესახებ თეირანის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქვეყანაში გააგზავნის ირანი „შავ ყუთს“ ექსპერტიზისთვის.

ამასთან, CNN-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ავიაკატასტროფას იძიებს ის ქვეყანა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, თუმცა მათი ცნობით, გამოძიებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს უკრაინამ, სადაც რეგისტრირებულია ხომალდი და აშშ-მაც, სადაც მისი წარმოება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ყველა – 180-მდე ადამიანი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, დაიღუპა.

იპნ