
ავტომობილის შეძენა ყოველთვის დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამ შემთხვეაში ეკონომია არასოდეს ამართლებს. როგორ მოვიქცეთ თუ არ გვაქვს საკმარისი ტანხა სასურველი მანქანის შესაძენად?! – საბანკო მომსახურება, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გვთავაზობს ავტო სესხს.
ავტო სესხით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობაა ასაკობრივი მზაობა, ასაკობრივი ზღვარი ინდივიდუალურია თუმცა საშუალოდ 21 წლის ასაკიდან იწყება. ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ ზუსტად რომელი ავტომობილის შეძენა გსურთ, მოდელი, მისი წლოვანება და ჯამური გადასახდელი თანხა. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბანკს აქვს თავისი შეზღუდვა ავტომობილის წლოვანებაზეც.
ავტო სესხი გაძლევთ საშუალებას არ შეიძინოთ ავტომობილის მოძველებული მოდელი, ან მაღალი გამავლობის მანქანა, არამედ აირჩიოთ საუკეთესო, ოპტიმალური ვარიანტი და თქვენთვის მოსახერხებელი განრიგით გადაიხადოთ სესხი. ავტომობილის ჯამური ღირებულება განსაზღვრავს საბოლოო ჯამში სესხის ოდენობას, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი შესაძლებლობები, ფულადი ვალდებულების ოფიციალურად აღებამდე.
ავტო სესხის დადებითი მხარეა ისიც, რომ თქვენი სესხი როგორც წესი უზრუნველყოფილი არის ავტომობილით, რომელსაც შეიძენთ სასესხო გარიგების ფარგლებში. რაც თავიდან გარიდებთ დამატებით რისკებს ან სესხის სხვა ქონებასთან შეხებას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია შერჩეული ავტომობილის მოდელი იყოს აქტუალური და მარტივად შესაკეთებელი.

ისევე როგორც სხვა ტიპის უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ავტო სესხის გაფორმების პროცედურაც არის ძალიან მარტივი: განაცხადის შევსება, საკრედიტო ოფიცერთან საუბარი, დასტურის მოლოდინი. ავტო სესხის გაფორმებისას ავტომობილი რჩება თქვენს საკუთრებაში, რაც ამ სესხის კიდევ ერთი დადებითი მხარეა და გაძლევთ საშუალებას ავტომობილი გახდეს თქვენი შემოსავლის წყარო.
მთელ რიგ ბანკებში შეძლებთ ავტო სესხის ონლაინ რეჟიმში გაფორმებას, სესხის სიმარტივიდან გამომდინარე, ძალიან მალე მიიღებთ პასუხს. როგორც ზემოთ ვახსენეთ არსებობს შეზღუდვა ავტომობილის წლოვანებასთან დაკავშირებით, რაც უფრო ახალ მოდელს მოისურვებთ მით უფრო დიდი შანსია ბანკისგან დადებითი პასუხი მიიღოთ, თუ რათქმაუნდა დამტკიცდება თქვენი გადამხდელუნარიანობა.
ავტომობილი საკმაოდ ხანგრძლივი ინვესტიციაა, თანაც ცვეთის დროს ფასი აკლდება, ის თქვენი მეგზური მრავალი წლის განმავლობაში იქნება, ამიტომ აარჩიეთ საგულდაგულოდ, შემდეგ კი გაიმარტივეთ შეძენის პროცესი ავტო სესხით!

