ბერძენი მსახიობი მარია სოლომუ ვირუსით დაინფიცირდა 

ბერძენი მსახიობი მარია სოლომუ ვირუსით დაინფიცირდა გავრცელებული ინფორმაციით, თეატრ “Βρετάνια”-ში, სადაც ის პავლოს ხაიკალისთან და ლაკის ლაზოპულოსთან ერთად თამაშობს, ყველა სპექტაკლი გაუქმებულია. მარია სოლომუ გრიპის ვირუსით არის დაინფიცირებული და სრულ კარანტინში იმყოფება.

როგორც მსახიობი ამბობს, სახლში სრულიად მარტოა და არავის აძლევს უფლებას მასთან მივიდეს, საჭმელს კი “გარედან ესვრიან”.

“ყველაფერი მტკივა და ფეხებს ვერ ვწევ. რა გრიპია ეს?! ცხოვრებაში რომ სიცხე არ მქონია, ახლა ყველაფერი ერთად მაქვს. რამდენ ხანს გასტანს?! უკვე ორი დღეა კარანტინში ვარ და საჭმელს “გარედან მესვრიან”,” ამბობს ის ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ატვირთა.