ბულინგის მსხვერპლ 9 წლის ბიჭს ავსტრალიელი მორაგბეები გვერდში დაუდგნენ – ვიდეო

ბულინგის მსხვერპლ 9 წლის ბიჭს ავსტრალიელი მორაგბეები გვერდში დაუდგნენ - ვიდეოლელა ლომიძემ ფეისბუქში დაწერა:

”სამწუხაროდ-ფიზიკური დეფექტები, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხშირად მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც კი ხდება. ყველაფერი ეს სათავეს მაინც არასწორი აღზრდიდან იღებს, რაშიც ოჯახი მოიაზრება, თუმცა, გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.გამოირკვა, რომ ბულინგის გახშირების ხელისშემწყობი ფაქტი კომპიუტერული თამაშებიც არის. განსაკუთრებით პრობლემური ასაკი 10-დან 18 წლამდეა. არც თუ იშვიათად, ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი, იგივეს იმეორებს სხვა სივრცეში. ამიტომ ბულინგის პრევენციისთვის დასჯა გამოსავალი არ არის.
ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ ბულინგი სასკოლო ოინია, არადა, პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმეტესობა, ვინც მოზარდობაში ჩაგვრა განიცადა, შემდეგში თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგანაც მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.
……—–…….——-…….—-………

მას შემდეგ, რაც 9 წლის კვადენ ბეილსი თანაკლასელების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, მისი ისტორია მთელმა მსოფლიომ გაიგო.
ბიჭს მხარდაჭერა, სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, გამოუცხადა ავსტრალიის ეროვნული რაგბის ლიგამ და „ყველა ვარსკვლავის“ მატჩზე, პატარა კვადენი მორაგბეებთან ერთად სტადიონზე გამოვიდა.
კვადენს ხელი ჩამოართვა თითოეულმა მორაგბემ, ტრიბუნაზე შეკრებილი საზოგადოება კი ბავშვს ოვაციებით შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ავსტრალიელი ქალის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც მისი შვილი, კვადენ ბეილსი ტირის და ამბობს, რომ სიცოცხლე აღარ უნდა, იმიტომ რომ მუდმივად ხდება სკოლაში ჩაგვრის მსხვერპლი.”