პარლამენტში მელია შეძვრა

პარლამენტში მელია შეძვრაბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ შენობას მოულოდნელი სტუმარი ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებმა დერეფანში მელია ნახეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს.

თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. მტაცებელი შენობაში დასეირნობდა, შენობაში მყოფი ადამიანები კი მას სმარტფონებზე იღებდნენ. მელიამ მეოთხე სართულამდე შეძლო ასვლა. იქ ცხოველი პოლიციელმა დააკავა, რომელიც სპეციალური ხელთათმანებით იყო აღჭურვილი.