რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ ყველაზე ხშირად  

რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან საქართველოში სამუშაოდ ყველაზე ხშირად  საქართველოში შრომითი მიგრანტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ქვეყანაში უცხო ქვეყნის 12 525 მოქალაქე მუშაობდა, რაც 828 დასაქმებულით მეტია წინა წელთან შედარებით.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის 11 697 მოქალაქე მუშაობდა, 2017 წელს კი ქვეყანაში 11 402 უცხოელი იყო დასაქმებული.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში საერთო ჯამში სულ 106 ქვეყნის მოქალაქე მუშაობს.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სამუშაოდ ყველაზე მეტი პირია ჩამოსული

თურქეთი – 2 828
აზერბაიჯანი – 1 433
ჩინეთი – 1 411
უკრაინა – 1 372
რუსეთი – 1 148
ირანი – 771
სომხეთი – 495
ინდოეთი – 390
ყაზახეთი – 317
ბელორუსი – 198
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც საქართველოში ჩამოსული მხოლოდ თითო-თითო ადამიანი მუშაობს, ასე გამოიყურება: ბურუნდის რესპუბლიკა; ჩილე; ეთიოპიის დემოკრატიული რესპუბლიკა; ფიჯის რესპუბლიკა; კოლუმბიის რესპუბლიკა; კოსტა-რიკის რესპუბლიკა; ლიბერია; ლიხტენშტეინის სამთავრო; მალტის რესპუბლიკა; მოზამბიკის რესპუბლიკა; ომანის სასულთანო; ქუვეითი; სენეგლი; ვენესუელის რესპუბლიკა; ვიეტნამი და ზიმბამბვე. 138 შემთხვევაში კი ქვეყანა მითითებული არ არის.