ტელევიზორები

ტელევიზორები

თანამედროვე სამყაროში ყველას აქვს სახლში ტელევიზორი, მაგრამ  საუკუნის წინ არავინ იცოდა ტელევიზია რა იყო. 1947 წლის ბოლოს მხოლოდ რამდენიმე ოჯახს ქონდა ტელევიზორი. როგორ მოხდა ისე, რომ ეს გამორჩეული, ფუფუნების საგანი, საყოფაცხოვრებო ტექნიკად იქცა?!

1880 წელს წარმოადგინეს მექანიკური ტელევიზორი.  დანადგარის პრინციპი, სხვადასხვა სურათის ერთმანეთის მონაცვლეობას ეფუძნებოდა. მოგვიანებით კი უკვე პირველი ელექტრონული დანადგარიც შეიქმნა.

ისევე როგორც ნებისმიერი ტექნოლოგიის შემთხვევაში, ყოველი მომდევნო ტელევიზორის მოდელის გამოგონება ძალიან იყო დამოკიდებული წინა ვერსიებზე. ფაქტობრივად  ყოველი მომდევნო ვერსია წინას განახლებას წარმოადგენდა და არა რაიმე გამორჩეულად განსხვავებულის გამოგონებას, თუმცა თუ გვერდიგვერდ დავაყენებთ პირველ ელექტრონულ ტელევიზორს და ულტრათანამედროვე ბრტყელ ტელევიზორს, თვალსაჩინო იქნება განვითარების რამხელა გზა გაიარა ამ საყოფაცხოვრებო ტექნიკამ.

ტელევიზორები

დღეს არავისთვისაა გასაკვირი ფერადი ეკრანი, პრიალა ზედაპირი, მკაფიო გამოსახულება. ბაზარზე არის ტელევიზორების უდიდესი არჩევანი, ამიტომ ხშირად ვიბნევით. ტელევიზორის შეძენა საპასუხისმგებლო მომენტია, რადგან ის წლების მანძილზე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მოიაზრება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ტელევიზორის შეძენისას:

  • არ შეიძინოთ ტელევიზორი, თუ მისი რეზოლუცია არის 4k-ზე ნაკლები

მრავალი წლის განმავლობაში, 1920 x 1080 რეზოლუცია, რომელსაც ასევე უწოდებენ Full HD, იყო სტანდარტი და დღესაც ყველაზე გავრცელებული რეზოლუციაა, თუმცა მწარმოებლები უკვე გადადიან Ultra HD-ზე (იგივე 4K). 4K მოდელებს აქვთ ოთხჯერ მეტი პიქსელების რაოდენობა, ვიდრე ამჟამინდელ HDTV ეკრანებს, დაახლოებით 3840 x 2160 პიქსელი.

  • იმისთვის რომ ტელევიზორს ქონდეს უფრო ფერადი,რეალისტური, კონტრასტული გამოსახულება, შეარჩიეთ HDR-თან თავსებადი მოდელი
  • OLED ტელევიზორები ბევრად უკეთესია ვიდრე LCD ტელევიზორების უმეტესობა, თუმცა უფრო ძვირადღილებული სიამოვნებაა. ამ მხრივ სამსუნგი გვთავაზობს ხარისხიან ხელმისაწვდომ მოდელებს.
  • ნუ იყიდით ტელევიზორს 120 Hz- ზე ნაკლები განახლების სიჩქარით. ეს მნიშვნელოვანია მკაფიო ვიდეო გამოსახულებისთვის. რადგან ტელევიზორს უნდა შეეძლოს გამოსახულების დროულად დარეფრეშება.
  • ტელევიზორს უნდა ქონდეს მინიმუმ ოთხი HDMI პორტი. უახლესი HDMI 2.1 ფორმატი რათქმაუნდა უფრო კარგი არჩევანია, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არსებობს.
  • სასურველია დინამიკიან ტელევიზორზე არ დაიხარჯოთ, ის იპარავს ადგილს შესაბამისად კი ხარისხს ტელევიზორის სტრუქტურაში, უმჯობესია ხმოვანი სისტემა ცალკე შეიძინოთ, უნიკალური პარამეტრების გათვალისწინებით.

და ბოლოს აუცილებლად გაითვალისწინეთ გარემო რომელშიც თქვენი ახალი ოჯახის წევრი ბინას დაიდებს. ინტერნეტში მარტივად შეძლებთ მოიძიოთ მანძილის კალკულატორი, მანძილი იზრდება ტელევიზორის ზომასთან ერთად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს თუ ამ ტელევიზორის ხშირი მაყურებელი ბავშვი იქნება.

გისურვებთ სასიამოვნო შენაძენს!