ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ზურაბ ძნელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნაფინანსთა მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 თებერვლის ბრძანებით, აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ძნელაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა საინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის 11 მარტიდან ძნელაშვილს ეკავა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა, 2016-2018 წლებში იყო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ხოლო 2013 წლიდან 2019 წლის მარტამდე იყო ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.

2004-2013 წლებში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე.