არის თუ არა საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგი?

არის თუ არა საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგი?„ბიზნესი არ მუშაობს ერთდღიანი მარაგებით“ – ამის შესახებ მწარმოებელთა ფედერაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ პალიტრანიუსის გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და ვთქვა, რომ საქართველოში ხორბლის საკმარისი მარაგებია. შესაბამისად, ამ მხრივ პანიკის საფუძველი არ გაგვაჩნია. დღეს გემი იცლება ფოთსა და ბათუმში, ასევე სხვა გემებიც არიან ხორბლით დატვირთულები, რომლებიც გზაში არიან და მოემართებიან საქართველოსკენ.

ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბაზრის კონიექტურა შეიცვალა და ეს კარგია, რადგან ხორბლის იმპორტი ძირითადი ხორციელდება გემისა და რკინიგზის საშუალებით და არა ტრაილეების, რამაც ქვეყანაში გარდამავალი მარაგების დაგროვება გამოიწვია. თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესი არ მუშაობს ერთდღიანი მარაგებით, ისინი მუშაობენ მინიმუმ ერთთვიანი მარაგებით. თან მითუმეტეს ეს მარაგები იყო გათვლილი არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობაზე, არამედ ტურიზმზე და როცა ტურიზმი შემცირდა ქვეყანაში, რასაკვირველია ეს საქონელი დამატებით ისევ მოსახლეობას რჩება“, -აღნიშნა ლევან სილაგავამ.