“დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა

“დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვასახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, კერძო სექტორში გადასვლას გეგმავს.

„მეგობრებო, გადავწყვიტე კერძო სექტორში გადასვლა, ვფიქრობ, რომ პროექტს, რომელიც მაქვს მომზადებული, ექნება მაღალი დაინტერესება საერთაშორისო ბაზარზე.

წინასწარი დაინტერესება უკვე გამოთქვეს პოტენციურმა ინვესტორებმა შესაბამისი პროტოტიპის დემონსტრირების შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ მას 6-7 თვეში წარვუდგენ დაინტერესებულ მხარეებს.

წლების განმავლობაში ამ სფეროში დაგროვილი ინტელექტუალური რესურსი, კავშირები და გამოცდილება განსაკუთრებით ინტეგრირებული სისტემების განვითარების მიმართულებით გახდა საწინდარი მრავალი საინვესტიციო შემოთავაზებისა, რომელსაც პირადად ვიღებდი.

ეს საშუალებას მაძლევს, გავაგრძელო მუშაობა ახალი ტიპის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნის მიმართულებით, თუმცა არა როგორც სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიის მეშვეობით, არამედ კერძო სექტორში გადასვლის გზით, – წერს ძოძუაშვილი.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან 2016 წლის 18 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ერთი წლის შემდეგ კი აღნიშნულ თანამდებობაზე აღადგინეს.

იპნ