გორში ავარიისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გორში ავარიისას დაშავებული 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალაწუხელ გვიან ღამით გორში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 22 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

,,გორმედის” კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტი დღეს დადგა.

,,ქალა-ტვინის ტრავმა ჰქონდა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კომაში იყო, მოთავსდა რეანიმაციულ დეპარტამენტში, თუმცა, დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.” – აცხადებენ ექიმები.

ქართლი