გორში სოკარმა გადასახადის გადაუხდელობის გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო

გორში სოკარმა გადასახადის გადაუხდელობის გამო გაზის შეწყვეტა დაიწყო24 მარტიდან იმ აბონენტებს, რომლებმაც გადასახადი ვერ გადაიხადეს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ. გადაწყვეტილება გაზის ჩაჭრის თაობაზე მოსახლეობა წინასწარ იყო ინფორმირებული – აცხადებენ ცხელ ხაზზე.

qartli.ge-ს ესაუბრა რამდენიმე მოქალაქე, რომლებსაც დღეიდან ეს შეზღუდვა შეეხოთ.

73-წლის ლენა შოშიაშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადასახადის გადავადების იმედი ჰქონდა.

,,დავალიანება რომ მქონდა ვიცოდი, მაგრამ პენსია ძირითადად საკვების მომარაგებაზე დავხარჯე. ასევე, ქირით ვცხოვრობ, არც კი ვიცოდი, რაზე გამენაწილებინა. მე აღარც სხვა შემოსავალი მაქვს. ყვავილებს ვყიდიდი, ეხლა ვეღარ ვყიდი, დაიკეტა ბაზარი. ამიტომ, აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში” – გვითხრა ლენა შოშიაშვილმა.

საერთო დავალიანების ზუსტი რაოდენობა უცნობია. მოსახლეობა აცხადებს, რომ თებერვლის თვეში ტემპერატურა არ იყო ისე მაღალი, რომ ბუნებრივი აირის ხარჯებზე ეკონომია გაეწიათ.

2020 წლის 21 მარტიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიკეტა სავაჭრო ობიექტები. საბანკო სესხები მოსახლეობას 3 თვით გადაუვადდა. კომუნალურ გადასახადებზე მთავრობასა და კომპანიებს შორის, მოლაპარაკება არ გამართულა.

ქართლი