ლიბერთი ბანკმა მომხმარებლებსა და საზოგადოებას გატარებული პრევენციული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ლიბერთი ბანკმა თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვის მიზნით უკვე გაატარა არაერთი პრევენციული სამუშაო, რომლის შესახებაც დღეს ბანკმა ინფორმაცია მიაწოდა საკუთარ მომხმარებლებს, თანამშრომლებსა და ფართო საზოგადოებას:

• ლიბერთის სერვის ცენტრები, რომლებიც მდებარეობს ისეთ კრიტიკულ ზონებში, როგორებიცაა სასაზღვრე გამშვები პუნქტები და აეროპორტები, უკვე მომარაგდა სპეციალური აღჭურვილობით: პირბადეები, ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები ფულთან ურთიერთობისას გამოსაყენებლად და ხელის სადეზინფექციო სპეციალური სითხეები

• უახლოეს დღეებში, სერვის ცენტრებში სივრცეების დეზინფექციის მიზნით, ბანკი უზრუნველყოფს რეგულარულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად.

• უახლოეს დღეებში, სადეზინფექციო ხსნარის შემცველი დისპენსერები დარიგდება და დამონტაჟდება აეროპორტებთან და პორტებთან მდებარე თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 60-ზე მეტ სერვის ცენტრში. დისპენსერების გამოყენებას შეძლებენ როგორც ლიბერთის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები. ზემოთ ჩამოთვლილი კრიტიკული ლოკაციები ასევე მიიღებენ სადეზინფექციო, ჰიგიენური საშუალებებით, ხელთათმანებისა და პირბადეების მარაგს

• განისაზღვრა ბანკის 111 სერვის ცენტრი ყველაზე მაღალი დატვირთულობის მიხედვით და რიგების პრევენციის მიზნით ეს სერვის ცენტრები 10:00 საათის ნაცვლად გაიღება და მოემსახურება მომხმარებლებს 8:30 საათიდან. ასევე, ამ ლოკაციებზე დამატებით გაიგზავნა საჭირო რაოდენობის ლიბერთის მობილბანკები (ელიქსები). ეს არის დროებითი ზომა და არ ექნება პერმანენტული ხასიათი.

• 2 მარტიდან, დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით დაინერგა ახალი დისტანციური სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე”. აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებელს უკვე ბანკომატიდან შეუძლია, რამაც საგრძნობლად განტვირთა ბანკის ქსელი რიგებისგან (დეტალურად: https://bit.ly/2uTqBbC)

• სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, მათ შორის საპენსიო ასაკის მომხმარებლებისთვის, კუთვნილი პენსია იყო და არის ხელმისაწვდომი ბანკის პლასტიკურ ბარათზე (სოციალური ბარათი). საპენსიო თანხის გამოტანა ნებისმიერ დროს ბანკომატიდან არის შესაძლებელი

• ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, კომფორტულ გარემოში, შეუძლია ისარგებლოს დისტანციური სერვისებით: განახლებული მობაილ და ინტერნეტ ბანკი, სადაც ხელმისაწვდომია თითქმის ყველა საოპერაციო სერვისი და სავალუტო ოპერაციები. ინტეგრირებულია ფულადი გზავნილების სრულფასოვანი სერვისიც (ინტერნეტ ბანკი: https://my.libertybank.ge/ მობაილ ბანკი: Android: www.bit.ly/2YhTIjf• iOS: www.apple.co/35YsFvB)

• ლიბერთის გააჩნია ბანკომატებისა და სწრაფი მომსახურების აპარატების ფართო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის Cash-In ბანკომატებიც, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს ნაღდი ფული შეიტანოს საბარათე ანგარიშზე მისამართები https://bit.ly/2PGUx1M)

• ბანკში ვიზიტის დროის შემცირების მიზნით შესაძლებელია ვიზიტის წინასწარ, ონლაინ დაჯავშნა: https://libertybank.ge/ka/booking

• 24/7 შესაძლებელია სარგებლობა დისტანციური მომსახურების ცენტრის მომსახურებით:

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: pr@lb.ge.