“ორი კაპიკი მაინც მოგვცენ, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ” – გაჩერებული სამარშრუტოების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

"ორი კაპიკი მაინც მოგვცენ, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ" - გაჩერებული სამარშრუტოების მძღოლები დახმარებას ითხოვენსაკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული აკრძალვები უკვე ძალაშია. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით სრულიად აიკრძალა გადაადგილება, რასაც მძღოლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

მათი თქმით, ეს იყო ერთადერთი საშუალება რითაც თავს ირჩენდნენ ახლა კი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

“გასაგებია, რომ უნდა გავჩერდე, მაგრამ ჩემს გადასახადებს არ ვიცი რა ეშველება. ჭამა ხომ გვინდა, შუქი და წყალი…

მთავრობა უნდა იყოს მზად, როდესაც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს და ორი კაპიკი მაინც მოგვცეს, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ,”- განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

საქალაქთაშორისო და რეგიონებში მოძრავი სამარშუტო ტაქსების მძღოლები სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითხოვენ, როგორც ეს თბილისის სამარშუტო ტაქსების შემთხვევაში ხდება.
 რუსთავი 2