შესაძლოა, ლარი დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს ასცდეს

შესაძლოა, ლარი დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს ასცდეს“კომპანიები რაღაცა კუთხით მზად არიან, რომ ლარი ამ მომენტისთვის სამიან ნიშნულთან მივიდეს, მაგრამ თუ ესე სწრაფად გაგრძელდა, რთული ვითარება იქნება”.

ლარი დოლართან მიმართებაში სამიან ნიშნულს სულ უფრო უახლოვდება. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სექტემბრის თვეში ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნას. ამ ფონზე კი ბიზნესიმპორტიორები ფასების ზრდასაც არ გამორიცხავენ. გაძვირება, პირველ რიგში, პირველადი მოხმარების საგნებს შეეხება.

“კომპანიები რაღაცა კუთხით მზად არიან, რომ ლარი ამ მომენტისთვის სამიან ნიშნულთან მივიდეს, მაგრამ თუ ესე სწრაფად გაგრძელდა, რთული ვითარება იქნება და, ალბათ, ფასების გადახედვაც მოუწევთ” – აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.