კარფური და გუდვილი 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს სოციალური დისტანციის დარღვევისთვის

კარფური და გუდვილი 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს სოციალური დისტანციის დარღვევისთვისჰიპერმარკეტების ქსელი “კარფური” და “გუდვილი” 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსისთვის” არაოფიციალურად გახდა ცნობილი. მიზეზი სოციალური დისტანციის დარღვევაა, რომელიც მთავრობისგან კომპანიებს აქვთ დაკისრებული.

შეგახსენებთ, მაღაზიებთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოსახლეობას პროდუქტების შესაძენად საკმაოდ გრძელ რიგში უწევდა დგომა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვის ორგანიზებას ცდილობდა.

იპნ