როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ შემოსავალი ნამდვილად დაკარგეთ – დოკუმენტები და პროცედურები მთავრობის დახმარების მისაღებად

როგორ უნდა დაამტკიცოთ, რომ შემოსავალი ნამდვილად დაკარგეთ - დოკუმენტები და პროცედურები მთავრობის დახმარების მისაღებადსაქართველოს მთავრობა სახლში უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს დახმარებას მაისიდან ჩაურიცხავს.

პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. უმუშევრობის პერიოდის ათვლა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან მოხდება. 200 ლარი 6 თვის განმავლობაში – ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულებიც.

იმ შემთხვევაში თუკი თქვენ თვითდასაქმებული ხართ, უნდა წარადგინოთ დოკუმენტაცია ამის დასადასტურებლად. ასევე, მას მოუწევს წარადგინოს ცნობა იმ სამსახურის, სადაც ის კორონავირუსამდე დასაქმებული იყო, ამასთან, აუცილებელია ასეთი პირის პირადი მონაცემები, მათ შორის საბანკო ამონაწერი.

ის თუ დამატებით რა დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ ასეთ პირებს, კონკრეტულად ერთ კვირაში გახდება ცნობილი. მანამდე კი აღსანიშნავია, რომ შეიქმნა სპეციალური ონლაინ პლათფორმა, სადაც პირს საკუთარი მონაცემების ატვირთვა შეეძლება.

რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აქამდე დასაქმებულებულები იყვნენ, მათ დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუწევთ, ვინაიდან ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს დამსაქმებლებისგან.

“დასაქმებულების შემთხვევაში არანაირი საბუთების წარდგენა არ არის საჭირო, ვინაიდან შემოსავლების სამსახური ყოველთვიურად იღებს ინფორმაციას დამსაქმებლებისგან. მაგალითად, რამდენი თანამშრომელია დასაქმებული, ვინ არის გათავისუფლებული და ვინ არის გაშვებული უხელფასო შვებულებაში.

ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დასაქმების სააგენტო მოახდენს რეაგირებას და შესაბამის დახმარებას გაუწევს თითოეულ უმუშევრად დარჩენილ ადამიანს.

რაც შეეხებათ თვითდასაქმებულებს, რომელიც რთული თუმცა მასშტაბური პირთა წრეა. შეიქმნება ონლაინ პორტალი, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირება პერსონალური მონაცემების მითითებით და იმ შემთხვევაში თუკი ნებისმიერი ტიპის დამადასტურებელი საბუთი იქნება წარდგენილი, რომელიც მათ არსებულ შემოსავალს დაადასტურებს კორონავირუსამდე. თუკი ამ დოკუმენტებს ატვირთავენ ან წარადგენენ სოციალური სოციალური სააგენტოსა და დასაქმების სააგენტოს ოფისებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ წარმოდგენილი განაცხადი განვიხილოთ,”- აცხადებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი, თამილა ბარკალაია.

რუსთავი 2