“ალუდა ზვიადაური ვახტანგ გომელაურის სულიერი ძმა იყო” – თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა სუსის შენობაში

"ალუდა ზვიადაური ვახტანგ გომელაურის სულიერი ძმა იყო" - თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა სუსის შენობაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მომხდარი სავარაუდო თვითმკვლელობის დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

გარდაცვლილის ახლობლეbს არ სჯერათ, რომ ალუდა ზვიადაურმა თავი მოიკლა და მას დადებითად ახასიათებენ.

გარდაცვლილი კაცის მეზობლები და ახლობლები ასევე აღნიშნავენ, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ახლო მეგობარი იყო და სუს-ში მუშაობა სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როდესაც უწყებას გომელაური ხელმძღვანელობდა.

“არ მჯერა, რომ ეს პიროვნება ასეთ გარემოებაში გარდაიცვალა. ძალიან კარგი პიროვნება იყო. ვახტანგ გომელაურის ახლობელი. თვითმკვლელობის ვერსიის არ მჯერა”, – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

უბედური შემთხვევის ვერსიას ემხრობა გარდაცვლილის კიდევ ერთი მეზობელი.

“გომელაურის სულიერი ძმა იყო. უფრო მეორე ვერსიას ვემხრობი. მჯერა, რომ იარაღს წმენდდა და მაგ დროს მოხდებოდა. მაგრამ იარაღს თვითონ არ ატარებდა”, – აცხადებს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც ლოჯისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ის საკუთარ კაბინეტში იპოვეს გარდაცვლილი.

ნიუპოსტი