ეკა ისაკაძე – “13 წლის გოგონაზე არ მიძალადია”

ეკა ისაკაძე - "13 წლის გოგონაზე არ მიძალადია"იმერეთის კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს არასრულწლოვანის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე, როცა ოჯახური კონფლიქტის დროს ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ოჯახის მტკიცებით, გამომძიებელი ეკატერინე ისაკაძე 13 წლის გოგონას დაემუქრა შემაკავებელი ორდერის გამოწერით და დაკავებით, რის მერეც მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა.

ასატუროვების ოჯახის წევრები დღეს იმყოფებოდნენ, ასევე, ტყიბულის პოლიციასთან და მათ განაცხადეს, რომ ქალი, რომელსაც ისინი ადანაშაულებენ ძალადობაში, ისევ ტყიბულის პოლიციაში მუშაობს.

ოჯახის წევრები, ასევე, შევიდნენ პოლიციის შენობაში, სადაც გამომძიებელსა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რაც შეეხება ტყიბულის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელს ეკატერინე ისაკაძეს, ის აცხადებს, რომ ბავშვზე ძალადობა არ განუხორციელებია და მზად არის, მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ზემდგომ ორგანოებს მიაწოდოს.

რუსთავი 2