კანონიერი ქურდების, ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბას, მკვლელობისთვის სოხუმში ერიკ ჭკადუა დააკავეს

კანონიერი ქურდების, ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბას, მკვლელობისთვის სოხუმში ერიკ ჭკადუა დააკავესოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს თანამშრომლებმა უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, 2019 წლის 22 ნოემბერს, სოხუმში სამი პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.

დაკავებული ერიკ ჭკადუაა, რომელზეც ძებნა 2019 წლის 9 დეკემბერს გამოცხადდა. ერიკ ჭკადუა დღეს სოხუმში, დაახლოებით 17:30 საათზე ვორონოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლში დააკავეს.

დაკავების დროს ერიკ ჭკადუა დაჭრეს.

მას ბრალად ედება ე.წ. კანონიერი ქურდების – ალხაზ ავიძბას და ასტამურ შამბას მკვლელობა. დომინიკა აკირთავა რესტორნის თანამშრომელი იყო, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

დანაშაული გასული წლის 22 ნოემბერს სოხუმში, რესტორან „სან-რემოში“ მოხდა, რა დროსაც ე.წ. კანონიერი ქურდები დაცხრილეს.

აღნიშნული საქმის გამო, 2 დეკემბერს თანამდებობები დაატოვებინეს აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეს, ე.წ. გენერალურ პროკურორსა და მის მოადგილეს.

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს