ტრამპი – “კოვიდ 19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ”

ტრამპი - "კოვიდ 19-ის მეორე ტალღის შემთხვევაში ქვეყანას აღარ ჩავკეტავთ"აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ქვეყანას ვირუსის მეორე ტალღა შეუტევს, ის არ აპირებს შტატები კიდევ ერთხელ ჩაკეტოს.

„ამბობენ, რომ ეს აშკარად შეიძლება მოხდეს. ეს სტანდარტულად ასეა. ჩვენ ჩავაქრობთ ცეცხლს, ქვეყანას არ ჩავკეტავთ“,-განაცხადა ტრამპმა კომპანია „ფორდის“ ქარხანაში სტუმრობის დროს.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს აჭარბებს. ქვეყანაში ვირუსს 96.000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იპნ