ბაგებში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

ბაგებში სროლისას დაჭრილი 2 ადამიანი ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანესბაგებში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან სროლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლებით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, ბაგებში მომხდარ სროლაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, სროლის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაცია-ანესთეზიით დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ერთ-ერთი პაციენტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაშია მოთავსებული, მეორე – საოპერაციოში.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.