„პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც” – რას ყვებიან ლიანდაგზე ჩაცხრილულ გარიკ გევორქიანზე

„პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც" - რას ყვებიან ლიანდაგზე ჩაცხრილულ გარიკ გევორქიანზეისანში რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილულ 52 წლის გარიკ გევორქიანს მეზობლები უარყოფით პიროვნებად ახასიათებენ.

სისხლიან გარჩევაში მონაწილე ცოლაკ აივაზიანი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მისი სახლიდან ამოღებული მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით მამაკაცი კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაახლოებული პირი იყო.

„რას აკეთებდა? კარგს არაფერს. ადამიანური ფაქტორები არ ჰქონდა. მას ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობა.

„პერესტრელკებიც“ ჰქონდა, მოუკლია კიდეც. საშიში პიროვნება იყო და მისი ნათესავებიც საშიშები არიან“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

გარდაცვლილს მეორე მეზობელიც უარყოფით პიროვნებად ახასიათებს.„არაადამიანი იყო. მორფს აბარებდა. – აცხადებს მეზობელი.

კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას უარყოფენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, თუმცა რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.

გარიკ გევორქიანს ტყვია გულში მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

პრაიმ ტაიმი