“ცხედრები ძლივს ამოუცნიათ” – ხობში ავარიის დეტალები

"ცხედრები ძლივს ამოუცნიათ" - ხობში ავარიის დეტალებიხობში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ “გურია ნიუსისთვის” ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სააგენტოს განუცხადა, გარდაცვლილები 30-წლამდე ახალგაზრდები არიან და ისინი მეზობლები იყვნენ.

“სოფელში საშინელება ტრიალებს. ორი მიცვალებული ასვენია. ავარია იმდენად ძლიერი ყოფილა, ცხედრები ძლივს ამოუცნიათ”, _ განაცხადა ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ბიაში მოხდა.

გურია ნიუსი