ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლეს

ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა მუშაობა განაახლესვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას,”-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა 31 მარტიდან შეაჩერა.