რუსთავში 36 წლის მამაკაცი მე-4 სართულიდან გადავარდა და გადარჩა – ვიდეო

რუსთავში კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 36 წლის მამაკაცი, კოსტავას გამზირზე, საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

მამაკაცი “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.