რუსთავში ხანძარში ეტლით მოსარგებლე შშმ მამაკაცი დაიწვა – ვიდეო

რუსთავში ხანძარში ეტლით მოსარგებლე შშმ მამაკაცი დაიწვა - ვიდეორუსთავში მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო და ის ეტლით სარგებლობდა.

როგორც ადგილობრივებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, მამაკაცი მანამდე სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა.

ოჯახის წევრების თქმით, მამაკაცს ბოლო პერიოდში ფსიქო-ნევროლოგიური პრობლემები ჰქონდა, თუმცა სპეციალიზირებული კლინიკებში, ვინაიდან ის განსაკუთრებული საჭიროების იყო, მის მიღებაზე უარს ეუბნებოდნენ.

ხანძრის გაჩენის დროს ბინაში იყო მისი დედა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

https://www.facebook.com/inforustavi/videos/212537516606816/