200 ლარიან დახმარებას 15 აგვისტოს შემდეგ დაბადებული ბავშვებიც მიიღებენ

200 ლარიან დახმარებას 15 აგვისტოს შემდეგ დაბადებული ბავშვებიც მიიღებენის ბავშვები, რომლებიც 15 აგვისტოს შემდეგ დაიბადნენ, ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.

„ბავშვებისთვის განკუთვნილ 200-ლარიან დახმარებაზე პირველ დეკემბრამდეა რეგისტრაცია.

შესაბამისად, პირველ დეკემბრამდე დაბადებულ ყველა ბავშვს ეკუთვნის დახმარება“, – უთხრეს „პრაიმტაიმს“ უწყებაში.

პრაიმ ტაიმი