ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა – ვიდეო

ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა - ვიდეოინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალკუტას მიმართულებით ასრულებდა.

მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა.

იპნ